2018 წლის 21 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შემოდგომის სკოლა “დემოკრატია და ადამიანის უფლებები” ხორციელდება. შემოდგომის სკოლას უძღვებიან საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და ევროპის უნივერსიტეტების პროფესორები- იურგ ჰარდი (ოქსფორდის უნივერსიტეტი), მამუკა ბერიაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), გიორგი ვაშაკიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ეკა ბაღიშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), მინდია ოკუჯავა (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). ირაკლი თაბორიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).

შემოდგომის სკოლაში მონაწილეობას იღებენ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები.

შემოდგომის სკოლის მიზანია სამართლისა და მის მომიჯნავე დარგებში (პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები/სამართალი) ექსტრაკურიკულუმ აქტივობების განვითარება და მათ დაახლოება დასავლურ სასწავლო და კვლევით პრაქტიკებთან.

            P9225449.JPG         P9225453_0.JPG

            P9225488.JPG         P9225478.JPG

            P9225473_0.JPG         P9225480.JPG