20 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება (PHDS) შეხვდა სტუდენტებს – „დონორ, ტრანზიტულ და მიმღებ სახელმწიფოთა შორის მიგრაციულ საკითხებზე შავი ზღვის აუზის ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობის“ – პროექტის ფარგლებში. შეხვედრის მიზანი იყო ადამიანის უფლებების დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და საზოგადოებასმოწყვეტილი ჯგუფების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება.