ნინო მაქაცარია – ასოცირებული პროფესორი

დაიბადა 1969 წლის 13 იანვარს ქ. ზუგდიდში.

1991 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ასევე ამავე უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით.

1991–1994 წლებში სწავლა განაგრძო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში ასპირანტურაზე.

1994 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,, წარმოების მიზანი და მისი მოდიფიკაცია საბაზრო ეკონომიკის პირობებში"

1994 წლიდან მუშაობდა ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში დოცენტის თანამდებობაზე, იყო  ეკონომიკურ მეცნიერებათა კათედრის გამგე.

1996 წელს მუშაობა დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში – დოცენტის თანამდებობაზე, იყო ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკური თეორიის კათედრის გამგე. 2008 წლიდან დღემდე არის შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2008 – 2011 წლებში ამავე უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი.

გამოქვეყნებული აქვს 23 სამეცნიერო ნაშრომი

ჰყავს მეუღლე და შვილი

ტელ. 593 53 20 10

ელ.ფოსტა ninomaqacaria@posta.ge

ა(ა)იპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი