საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 08 ნოემბრის N1008/ი ბრძანებით განისაზღვრა რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები შემდეგი კატეგორიისათვის:

-შპს საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ უნიჯეოს, შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა და შპს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის/აბიტურიენტებისათვის.

- შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, შპს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტისა და შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის იმ მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის,რომლებმაც ამ დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,საერთო სამაგისტრო გამოცდისა და დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად. იმ კატეგორიის სტუდენტებისათვის, რომლებმაც მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პრიორიტეტების მიხედვით მოიპოვეს ამ დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება და ასევე იმ პირებისთვის, რომელთა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემიდან გასულია თორმეტთვიანი ვადა.

რიგგარეშე მობილობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა რეგისტრაციისთვის მოგვმართეთ 2018 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახური, პირველი სართული, ოთახი 114.

ტელ. 591 32 42 42; 568855661