2018 წლის 3 დეკემბერს , სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ორგანიზებით, შოთა მესხაის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში,ადამიანის უფლებების შესახებ ლექცია ჩატარდა. ლექციის მიზანი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და ინტერესის გაძლიერება. ამასთან სტუდენტებისთვის მათ უფლებებზე ინფრომაციის მიწოდება. ლექცია მიეძღვნა, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70 წლის იუბილესა და მის ფარგლებში განხილული იქნა დეკლარაციისა და ადამიანის უფლებების მნიშვნელობა.

ლექცია ტარდება ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროქტის “ადამიანის უფლებები ყველასათვის” ფარგლებში, რომელიც ეხმარება სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა პოლიტიკის დოკუმენტების განხორციელებაში და ადამიანის უფლებებზე მომუშავე უწყებების გაძლიერებასა და განვითარებაში.