საინფორმაციო შეხვედრა ,,ნაბიჯ ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ"

მიმდინარეობს საიტის განახლება

2018 წლის 12 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციამ ,,თანხმობა" სტუდენტებთან და პედაგოგებთან მენტორის პროგრამის შესახებ ,პროექტ ნაბიჯ ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ ფარგლებში შეხვედრა გამართა.პროექტი ,,ნაბიჯ ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ" ხორციელდება ავსტრიულ ორგანიზაცია ,, Hilvsverk Austria International"- თან იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობას" და ,,მეწარმე ქალთა ფონდის" მიერ საქართველოს სასჯელაღმსრულებლისა და პრობაციის სამინისტროს, სსიპ დანაშაულის პრევენციის  ცენტრთან და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით. 

პროექტი დაფინანსებულია  ევროკავშირისა და ავსტრიიის განვითარების სააგენტოს მიერ და მოიცავს პრობაციონერების, ყოფილი მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახების წევრების პროფესიულ განათლებას, ფსიქო-სოციალურ  მომსახურებას,მხარდაჭერას სამუშაოს მოძიებაში,ანაზღაურებად სტაჟირებას, მცირე გრანტებს.პროექტი ასევე სთავაზობს ბენეფიციარებს ახლებულ სერვისს - მენტორის მხარდაჭერას.

       PC126141.JPG   PC126139.JPG

       PC126142.JPG   PC126143.JPG