შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კომპანია კავკასიის საერთაშორისო ოლიმპიადამ პროგრამის პრეზენტაცია გამართა. კომპანიის საქმიანობის სფეროა სასკოლო ოლიმპიადები კერძოდ, კლასები მე-3-დან მე-12-მდე. ოლიმპიადის ძირითადი მიზანია სკოლებში  ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, წახალისება და მოტივაციის ამაღლება.კომპანია  გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებს თავისი წვლილი შეიტანოს  და ფეხი აუწყოს გლობალიზაციის ამ შეუქცევად პროცესს.კავკასიის საერთაშორისო ოლიმპიადა აპირებს ჩაატაროს სასკოლო ოლიმპიადა ინგლისურ, ქართულ ენასა და მათემატიკაში. ოლიმპიადა სხვებისგან განსხვავდება მისი ინოვაციური წამოწყებით  ბაზარზე, რაც გულისხმობს ტესტირების ჩატარებას ინდივიდუალურად კომპიუტერებთან, CIO-ს ელექტრონული სისტემა  მიახლოებულია საატესტატო გამოცდების სტრუქტურასთან, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს საგამოცდო გარემოსთან მაქსიმალურ ადაპტირებასა და კომპიუტერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში, მსგავსი გამოცდილება მოსწავლეს უყალიბებს დროის ეფექტურად მართვის უნარს. კომპანია უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა და შესაბამისად ტესტირებას მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფს კომპანიის გენერალური პარტნიორი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. პროექტის გენერალური სპონსორია კომპანია  მარმაქს ჯორჯია.ამ ეტაპზე კომპანია CIO-ს მიერ განხორციელებული  ინოვაციური პროექტი მოიცავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს.  კომპანია სამომავლოდ გაფართოებას აპირებს და პროექტის განხორციელებას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს

 

 

 

         48412663_1934766180166388_2103025561050808320_o.jpg   48419136_1934766303499709_1020149604332601344_o.jpg