შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2019 წლის 13-14 თებერვალს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის "ევროკავშირი ახალგაზრდობისათვის-კომპეტენციები დასაქმებისათვის" ფარგლებში, რომლის პარტნიორებია "World Vision" და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ასოციაცია "ანიკას" წარმომადგენელმა მაკა ჭანკვეტაძემ ჩაატარა ტრენინგი "შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების განათლების ხელშეწყობა პროფესიულ სასწავლებლებში". ტრენინგს დაესწრო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების მასწავლებლები, ,,დეკორატიული მებაღეობის“ დუალური პროგრამის ფარგლებში მოწვეული დასაქმების კანდიდატები და ადმინისტრაცია.