საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-10 ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიუროს მიერ სტაჟირების რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა.

სტაჟირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, რომლებმაც განაცხადეს წერილობითი თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, არიან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტები, გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდებაGPA-თ (მინიმუმ 3.0 ) ; აგრეთვე, იმ პირებს, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით, მათ მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელიწადზე მეტი და განაცხადეს წერილობითი თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.

გთხოვთ, იხილოთ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელი თანხმობის ფორმა (დანართი 1).

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ

591 32 42 42- სასწავლო პროცესის მართვის სამსახური

568 85 56 61- უწყვეტი განათლების ცენტრი

იხილეთ ქვემოთ მოცემული ბმული დანართის სახით;