საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ორგანიზებით 2019 წლის 13 მარტს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული პროგრამების ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ კურსდამთავრებულებთან. შეხვედრაზე კურსდამთავრებულებს გააცნეს სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ახორციელებს დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტოს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულ დევნილებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მათი პროფესიის შესაბამისი ხელსაწყოები და ტექნიკა, რაც ხელს შეუწყობს მათი შემოსავლის გაუმჯობესებას.

შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელი, თამარ გავაშელი.

 

        P3136271.JPG    P3136275.JPG

        P3136283.JPG    P3136277.JPG