შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2019 წლის 5 აპრილს ატარებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.

საკონფერენციო მოხსენებათა თემატიკა:
1) ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მოღვაწეობა;
2) საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორია (1956-1991);
3) ქართული საზოგადოება საბჭოთა პერიოდში (1956-1991);
4) საქართველო ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში;
5) კონფლიქტები საქართველოს ტერიტორიაზე (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი);
6) ზვიად გამსახურდიას მხატვრული შემოქმედება;
7) ზვიად გამსახურდია - ქართული ლიტერატურისა და კულტურის მკვლევარი;
8) ზვიად გამსახურდია - დასავლეთევროპული და ამერიკული ლიტერატურის მკვლევარი;
9) ზვიად გამსახურდიას მთარგმნელობითი მოღვაწეობა

• კონფერენციის  ენა - ქართული

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი,
მსჯელობა – 5 წუთი.

განაცხადები მიიღება 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით.

 სამეცნიერო განყოფილება