უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს მიერ 2019 წლის 4 მარტის N4 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელს გაუუქმდა ავტორიზაცია. შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2019 წლის 14 მარტის № 191/ი ბრძანებით განისაზღვრა რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები შპს ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის.

რიგგარეშე მობილობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა რეგისტრაციისთვის მოგვმართეთ 2019 წლის 29 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით მისამართზე: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახური, პირველი სართული, ოთახი 114.

ტელ. 591 32 42 42; 568 855 661