2019 წლის 26 მარტს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო ცენტრი ნატოს და ევროკავშირის შესახებ ინიციატივით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდნენ დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარები, ელჩები სოსო დანელია, თეიმურაზ შარაშენიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გოგა ტაბატაძე. კამპანიის ფარგლებში საუნივერსიტეტო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიეწოდა ინფორმაცია ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ. საუბარი, ასევე შეეხო იმ რისკებს, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამარლთზომიერად გამოყენებასთან.

 

          P3266381.JPG    P3266375.JPG

        P3266385.JPG    P3266400.JPG