ამასთან დაკავშირებით კვირის განმავლობაში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ღონისძიებები იმართება.ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტების მოსწავლეები და სტუდენტები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ესტუმრნენ. 

ვიზიტორებმა დაათვალიერეს გემთსარემონტო ბაზა, აშშ-ის მიერ ბოლო პერიოდში გადმოცემული თანამედროვე ხომალდები, ასევე, გაეცნენ ტაქტიკური ქვედანაყოფების (აბორდაჟის ჯგუფების) ამოცანებსა და აღჭურვილობას. 
ვიზიტორებს საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლები შეხვდნენ. 

ახალგაზრდებისთვის ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთის შემადგენლობაში მყოფ საფლაგმანო ხომალდზე "HNLMS Evertsen” (ნიდერლანდების სამეფო) ინფო-ტურიც მოეწყო. ეკიპაჟის წევრებმა დამთვალიერებელთა შეკითხვებს უპასუხეს.
ღონისძიებაში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ასოციაცია „ათინათის“ და ა/ო „დიოსკურიას“ სხვადასხვა პროექტში ჩართულმა ახალგაზრდებმა, ზუგდიდის ახალგაზრდული კლუბის “SKYE LIGHT” წევრებმა და ქ. ფოთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიება სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

56405508_2235372423176054_8241206148330422272_n (1).jpg56601076_2235372366509393_972200125583589376_n.jpg56382733_2235372786509351_4598034567956267008_o.jpg