2019 წლის 16 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის #2 და სოფელ კორცხელის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, მოსწავლეებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ სასწავლო უნივერსიტეტის ბაზას, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს, განხორციელების პირობებს, მატერიალურ და არამატერიალურ რესურსებს, პროფესიული პროგრამების გასახორციელებლად შესაბამის სასწავლო და სამუშაო გარემოს, მათ შორის ფილამწყობის სასწავლო სახელოსნოს და ელექტროობის ლაბორატორიას. მოსწავლეებმა დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები, ჩაერთნენ რამოდენიმე სახალისო აქტივობაში რომელიც შესთავაზეს პროფესიის ფარგლებში, შეხვდენენ კარიერის განვითარების ცენტრს და მოისმინეს სასარგებლო რჩევები. შეხვედრას უძღვებოდა კოორდინატორი, კარიერის კონსულტანტი, პროფესიული განათლების მასწავლებლები და ასევე აქტიურად იღებდა მონაწილეობას სკოლის დამხმარე მასწავლებელი. საორიენტაციო კურსები ,,ფილამწყობი" და ,,ელექტროობა" სოფელ ოდიშის #2 საჯარო სკოლასთან პარტნიორობით ხორციელდება 2018 წლიდან. 2019 წელს კი განხორციელებაში ჩაერთო სოფელ კორცხელის საჯარო სკოლა, როგორც ბენეფიციარი.

       57611841_2254760371237259_4335890929807261696_n_0.jpg  57398603_2254760271237269_3300428104912076800_n_0.jpg

      57574584_2254760357903927_6303647548137537536_n_0.jpg  57206049_2254760367903926_1387996686898429952_n_0.jpg