შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში “მკითხველთა კლუბის” ჩართულობით მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნების ” საჯარო განხილვა გაიმართა. კლუბის წევრებმა გამოხატეს თავიანთი შეხედულებები და მოსაზრებები ნაწარმოების ავტორისა და პერსონაჟების შესახებ. ახლო მომავალში დაგეგმილია ქართველი და უცხოელი ავტორების სხვა ნაწარმოებების განხილვაც. საუნივერსიტეტო საზოგადოებას სურვილისამებრ შეუძლია საჯარო განხილვაში მონაწილეობის მიღება. “მკითხველთა კლუბის” პირველ შეხვედრას უძღვებოდა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ბელა მოსია.

     P4226764.JPG  P4226752.JPG

    P4226786.JPG  P4226794.JPG

    P4226810.JPG  P4226811.JPG