შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2019 წლის 2 მაისიდან აცხადებს კონკურსს პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი:

ინტერნაციონალიზაციის მიზნებისთვის:

1.უცხოენოვანი - ასოცირებული პროფესორი (აფილირებული) -1 საშტატო ერთეული.

2.ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და მცირე ბიზნესის მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ა) პროფესორი (აფილირებული) ეკონომიკის დოქტორი) - 1 საშტატო ერთეული.

ბ) ასოცირებული პროფესორი (აფილირებული (ეკონომიკის დოქტორი) - 1 საშტატო ერთეული.

3. ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

პროფესორი (ფარმაციის დოქტორი) ) - 1 საშტატო ერთეული;

4. ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო და ქართული ლიტერატურის ისტორიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ა) პროფესორი (ახალი ქართული ენის მიმართულება) - 1 საშტატო ერთეული (აფილირებული);

ბ) პროფესორი (ქართული ფოლკლორის მიმართულება) - 1 საშტატო ერთეული (აფილირებული).

5. ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

ა)ასოცირებული პროფესორი (აფილირებული (ფილოლოგიის დოქტორი) - 1 საშტატო ერთეული;

ბ)ასოცირებული პროფესორი (აფილირებული (ფილოლოგიის დოქტორი (რუსული ენა/ლიტერატურა )) - 1 საშტატო ერთეული.

6.სამართლის საბაკალავრო და სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ა) ასოცირებული პროფესორი - (ადმინისტრაციული სამართალი) 1 საშტატო ერთეული.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.

2. გასაუბრება.

პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 5 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველწლიურად განახლებადი ხელშეკრულებით.

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე გასაუბრების დროს უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც პროფესიულ ცოდნასთან ერთად ფლობს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმებსა და მასწავლებლის მომზადების დარგობრივი მახასიათებლების შესახებ.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. სამოტივაციო წერილი.

3. ავტობიოგრაფია.

4. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.

5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

6.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.

7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.

8. ბოლო 5 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.

10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.

11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

12. ორი ფოტოსურათი.

კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ( მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14), 2019 წლის 3 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით 17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).

კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 13 ივნისს (საბუთების განხილვა), 15 ივნისს (გასაუბრება).