საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) Erasmus + პროგრამის ფარგლებში 2 მაისს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა შემდეგი ლექციები: · ევროკავშირის ისტორია - მომხსენებელი ლევან მახაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; · საქართველო -ევროკავშირის ურთიერთობები - მომხსენელი კახა გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (როდელის ფონდი) ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი; · საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა - მომხსენებელი ივანე ჩხიკვაძე, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი; აღნიშნული პროექტის ფარგლებში კურსი უკვე ჩატარდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამცხე-ჯავახეთის სახლმწიფო უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტი ხორციელდება ,,საქართველოში რეგიონული უნივერსიტეტებისათვის ევროკავშირის სასწავლო მოდულის და ევროკავშირის შესახებ მასობრივი ღია ონლაინ კურსის (MOOC) შექმნა", რომლის მიზანიცაა თბილისის გარეთ, რეგიონებში მდებარე უნივერსიტეტებში, ხელი შეუწყოს ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას.

 

 

 

 

    P5026853_0.JPG   

P5026872.JPG

                          P5026863.JPG    P5026862.JPG