სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის ექსპერტებს - შორენა ხუბუნაიას, ქეთევან გელაშვილს, ნინო ამირანაშვილს, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორს ლონდა მინდიაშვილს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების განვითარების სამსახურის უფროსს მანანა სამუშიას, ამავე უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორს ქეთევან ლომაიას და პროფესიული პროგრამების ხარისხის სენაკის განყოფილების უფროსს მანანა ჭანტურიას შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების - ,,საფინანსო სერვისები’’ და ,,საოფისე საქმე’’ - ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება და ამ კუთხით მუნიციპალიტეტის მერიაში სტუდენტებისთვის პრაქტიკის გავლაა, რის საფუძველზე, მერიასა და პროფესიულ კოლეჯს შორის მემორანდუმია გაფორმებული.

სტუდენტების სასწავლო პრაქტიკებს მუნიციპალიტეტის მერიაში, განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის წარმომადგენელი ირმა კუპრეიშვილი უხელმძღვანელებს.

 

      57284508_1486157001515908_4992456601752305664_o.jpg  59553055_1486156998182575_5931025230737702912_o.jpg

      58933328_1486156978182577_6367553534765826048_o.jpg  59530835_1486157108182564_6723489028047372288_o.jpg