ა(ა)იპ "მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო" (MSDA) დაკავებულია არსებული მუნიციპალური ელექტრონული სერვისების მხარდაჭერა - განვითარებით (საქმისწარმოება, ერთიანი გეოსივრცითი მონაცემთა ელექტრონული სისტემები და სხვ.), თუ ახალი ელექტრონული სერვისების რეალიზაციით.

ამჟამად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთითა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ჩვენი ორგანიზაცია იწყებს მუშაობას თვითმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სისტემების დანერგვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიქმნა რეგიონებში ელექტრონული სისტემების დამნერგავი „ბიზნეს ანალიტიკოსთა“ გუნდის ფორმირების აუცილებლობა.

გუნდის მიზანი : მუნიციპალიტეტებში არსებული ბიზნეს პროცესების შესწავლა და შეფასება, ელექტრონული სისტემის დანერგვა და მხარდაჭერა.

შერჩევის ეტაპები:

· ინდივიდუალური გასაუბრება.

· მიცემული დავალების საფუძველზე პრეზენტაციის წარმოდგენა.

ეტაპების წარმატებით გადალახვის შემთხვევაში კანდიდატები გაივლიან უფასო გადამზადების კურსს თბილისში.

კურსის ფარგლებში კანდიდატები შეისწავლიან:

· MSDA-ს მიერ შექმნილი ელექტრონული სისტემების გამოყენება - მართვას;

· მუნიციპალიტეტებში არსებული ბიზნეს პროცესების კვლევის მეთოდოლოგიისა და მისი ფუნქციური აღწერის დოკუმენტის შექმნას.

· ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიმოხილვით კურსს.

· თვითმართველი და საჯარო მმართველობის ზოგად კურსს.

· კრიზისების მართვისა და კრიზისულ სიტუაციებში კომუნიკაციას.

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება შრომითი ხელშეკრულების გაფორმება. რომელთაც მოუწევთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში თავიანთი საქმიანობის განხორციელება.

ბიზნეს ანალიტიკოსის ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:

· MSDA-ს მიერ შექმნილი ელექტრონული სისტემების ადმინისტრირება.

· მუნიციპალიტეტის არსებული სტრუქტურული ერთეულების შეფასება და დოკუმენტირება

· მუნიციპალიტეტის გეოსივრცითი მონაცემების შესწავლა და დოკუმენტირება.

· მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება.

· დანერგვის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება

· ელექტრონული სისტემების დანერგვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება, საჭირო ცვლილებების გამოვლენა და დროული ინიცირება

· დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის მონიტორინგი.

უნარები:

· კომპიუტერის და საოფისე პროგრამების კარგად ფლობა.

· შემოქმედებითი აზროვნება და პედაგოგიკური უნარები (მიღებული ცოდნის ეფექტურად გადმოცემა - პრეზენტაცია).

· უცხო გარემოში ადაპტირების უნარი.

· კომუნიკაბელურობა.

· გუნდში, თუ დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

(ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

· კურსი - დამამთავრებელი ბაკალავრი/მაგისტრატურა

· შეფასება - უკანასკნებლი სემესტრის/კურსის მიხედვით უნდა შეადგენდეს: A (ფრიადი) B (ძალიან კარგი) C (კარგი).

პროექტის ხანგრძლივობა: 2 წელი

ანაზღაურება: დარიცხული 2000 ლარი.

შრომითი ხელშეკრულებით გაფორმებული პირი უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ბინით, ლეპტოპითა და სამივლინებო ხარჯით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი CV-ი jobs@msda.ge

გისურვებთ წარმატებას!