საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს რეფორმას : ”საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“.რეფორმის მიზანია საქართველოს ადგილობრივ თვითმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სისტემების დანერგვა.

აღნიშნული რეფორმის შემსრულებელია ააიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ (MSDA), რომელიც წარმატებით ახორციელებს აღნიშნული სისტემების მართვას და განვითარებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიქმნა რეგიონებში ელექტრონული სისტემების დამნერგავი „ბიზნეს ანალიტიკოსთა“ გუნდის ფორმირების აუცილებლობა.

კანდიდატთა გუნდის შესარჩევ კონკურში მონაწილეობისათვის, სტუდენტებს შეუძლიათ იხილონ ვაკანსია დანართის სახით