2019 წლის 7 მაისს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შედგა საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შეხვედრა erasmus+ პროექტ STAR ის ფარგლებში. მონაწილეებმა შეხვედრაზე განიხილეს და ერთმანეთს გაუზიარეს სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების დანერგილი ინოვაციური მეთოდების ის შედეგები, რომელსაც თითოეულმა მიაღწია მეთოდების გამოყენებისას.
2016 წელს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა Erasmus+ ის ფარგლებში მოიპოვა უნივერსიტეტთა შესაძლებლობების გაძლიერების გრანტი პროექტზე „სიცოცხლისუნარიან სწავლაზე ორიენტირებული სწავლება მაღალკვალიფიციური გამოცდილება საქართველო და ჩინეთისთვის“