შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 2016 წლის საშემოდგომო მიღების ,,ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის" პროფესიული პროგრამის განხორციელების ფარგლებში შედგა პრაქტიკული პროექტისა და საწარმოო პრაქტიკის პრეზენტაცია. პროფესიულმა სტუდენტებმა ფაქტიურად აჩვენეს ის შედეგი რაც მთლიანად პროგრამის განმავლობაში იქნა მიღწეული და რომლის განმტკიცებაც მოახდინეს რეალურ სამუშაო გარემოში. სტუდენტებმა ცალსახად აღნიშნეს პრაქტიკის უმნიშვნელოვანესი გავლენა მათი მომავალში პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის. მათ გამოხატეს უსაზღვრო მადლიერება როგორც პრაქტიკის ობიექტის პროფესიონალი ადმინისტრაციის , ასევე სასწავლო უნივერსიტეტის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის მიმართ...კურსდამამთავრებლებმა პროგრამის შემაჯამებელ პრეზენტაციას წარმატებით გაართვეს თავი, დაიმსახურეს მაღალი შეფასებები, რის შემდეგაც დღე ფერადი განწყობით დასრულდა.