ბოლონიის პროცესის რეფორმების ეფექტური განხორციელების მიზნით შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აქტიურად ჩაერთო უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში. ჩვენი უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ბელა მოსია მიმდინარე წლის 15–დან 21 მაისის ჩათვლით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ TWINNING-ის პროექტის (საქართველოში ბოლონიის პროცესის ამოცანების განსახორციელებლად შესაძლებლობების გაძლიერება) ფარგლებსა და DAAD (German Academic Exchange Service) მეშვეობით მივლინებულ იქნა გერმანიაში. აღნიშნული ვიზიტის მიზანი იყო გერმანიის განათლების სისტემისა და ხარისხის სააგენტოს საქმიანობის გაცნობა. ადგილზე გერმანიის რამდენიმე უნივერსიტეტის (კიოლნის, აახენის, ზიგენის, დიუსელდორფის) სტრუქტურებისა და საქმიანობების გაცნობა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ეწვია გერმანიის აკადემიურ გაცვლით სამსახურს DAAD და გაეცნო გერმანიის რექტორთა კონგრესის საქმიანობასა და FIBAA გერმანიის ბიზნესის ადმინისტრირების აკრედიტაციის სააგენტოს.

გთავაზობთ ვიზიტის შესახებ საპრეზენტაციო მასალას.