2019 წლის 6 ივნისს, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) წარმომადგენლები შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და   RDFG -ისა და USAID - ის ზრდა პროექტის ერთობლივი  რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის პრეზენტაცია გამართეს. პროექტის მიზანია, მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება. პროექტისა და მის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ RDFG-ის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელმა რევაზ ჯაველიძემ ისაუბრა, რის შედეგად შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა

რეგიონული ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18 - 29 წლის ასაკის ახალგაზრდებს,რომლებიც ცხოვრობენ ან თავიანთი ბიზნეს პროექტის განხორციელებას გეგმავენ  პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში. პროექტის ფარგლებში ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულ ბიზნეს პროექტს, რომლებიც დაჯილდოვდებიან 10,000, 8,000 და 6,000 ლარის ოდენობის საგრანტო თანხით

პროექტის მხარდამჭერები არიან "აწარმოე საქართველოში", „შემოქმედებითი საქართველო“, "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო", "ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია", „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“, „ფონდი კრისტალი“, „ეროვნული ბანკი“ და სხვ. პროექტი განხორცილდება 3 ფაზად: I და II ფაზები - 2019 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე, III ფაზა - 2020 წლის გაზაფხულზე.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე http://rdfg.ge/ka/training/. რეგირსტაცია დაიწყო 30 მაისს და დასრულდება 17 ივნისს დღის 12 საათზე. ტრენინგის პირველი ეტაპის ხანგრძლივობა არის 3 დღე და გაიმართება 21, 22, 23 ივნისს 2019 წ. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 551-11-47-89; e-mail:

        P6067497.JPG P6067478.JPG

        P6067481.JPG P6067493.JPG