აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ასარჩევი წევრების რაოდენობა განისაზღვრა ორი წევრით.

აკადემიური საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე.

2. აკადემიური თანამდებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ფაკულტეტიდან).

                                                    3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

კანდიდატთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (დილის 10 საათიდან 17.30 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა, მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14, საარჩევნო კომისია ოთახი N 230).

საბუთების მიღების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 17 ივნისიდან 2019 წლის 20 ივნისის ჩათვლით პერიოდი, არჩევნების ჩატარების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 22 ივნისი.