პირველი მერცხლები... სასწავლო უნივერსიტეტის დუალური სწავლების პირველი კურსდამამთავრებლები... შედგა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალური მიდგომით განხორციელებული ,,მეხილეობის (კაკლოვანი კულტურები)" პროფესიული პროგრამის სენაკის ბაზაზე 2016 წლის საშემოდგომო მიღების პროფესიული სტუდენტებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდა რეალურ სამუშაო გარემოში. პროფესიულმა სტუდენტებმა შეძლეს პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული და პრაქტიკული უნარების ფარგლებში მიზანმიმართულად შერჩეული არაერთგვაროვანი პრობლემების მქონე თხილის ბაღის შეფასება, დიაგნოსტირება, პრობლემებისა და გამოსწორების გზების იდენტიფიცირება და დროზე/სეზონზე მორგებული პრაქტიკული სამუშაოების დემონსტრირება. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია შედგებოდა როგორც სასწავლო უნივერსიტეტისა და პარტნიორი საწარმოს წარმომადგენლისგან, ასევე აღნიშნული ჯგუფისთვის პროგრამის განხორციელებაში არაჩართული, სხვა კომპანიის წარმომადგენლების/დარგის წარმატებული სპეციალისტებისაგან. კომისიის წევრები სიტუაციური ამოცანის შესაბამისად სვამდნენ შეკითხვებს და სტუდენტს აძლევდნენ პრაქტიკულ დავალებას, შესრულებული კრიტერიუმების შესაბამისად კი შეფასების ჩეკლისში ინიშნავდნენ დიფერენცირებულ ქულებს, რომელთა შეჯამების შედეგად მიღებული საშუალო მაჩვენებლით მოხდა საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგის დადასტურება. კომისიამ გამოცდაზე გამოცხადებულ 13 პროფესიულ სტუდენტს დაუდასტურა პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა და უნარები, თუმცა მათ შორის მოხდა დამაკმაყოფილებელი, საშუალო და კარგი შეფასების მქონე პირების დიფერენცირება. საბოლოო ჯამში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დუალური მიდგომით განხორციელება შეფასდა დადებითად, ვინაიდან ის ცალსახად იძლევა საშუალებას პროგრამაში ჩართულმა ყველა პირმა მაქსიმალურად შეძლოს არჩეული პროგრამის ფარგლებში საბაზისო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ათვისება, რეალურ სამუშაო გარემოში ადაპტირება, მეტი პრაქტიკის მიღება და პროფესიაში საკუთარი ძალების მოსინჯვა. საპილოტე პროგრამის დუალური მიდგომით წარმატებულ განხორციელებაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ფერმერთა ასოციაციას, გაეროს განვითარების პროგრამას და რაც ყველაზე მთავარია კერძო სექტორის წარმომადგენელს, კერძოდ შპს ,,აგრო სახლს" , რომელმაც დაუღალავი და უანგარო დიდი ხნის შრომა გაწია საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდასაჭერად და მზად არის საჭიროების შემთხვევაში კურსდამამთავრებლები განიხილოს დასაქმების კანდიდატებად.
საკვალიფიკაციო გამოცდას კომისიის წევრებთან ერთად ესწრებოდა სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები როგორც გარე დამკვირვებლები. იმის გათვალისწინებით, რომ დუალური სწავლების ფარგლებში საკვალიფიკაციო გამოცდა სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა პირველად, პროცესი შეფასდა დადებითად და აღინიშნა, რომ შესაძლებელია გამოცდის დაგეგმვაში მომავლისთვის რამდენიმე მცირე კორექტივი იქნეს გათვალისწინებული.

  64495194_2246999618711206_981196187988131840_o.jpg64434667_2247000275377807_3329913798428459008_o.jpg

  64417017_2246999115377923_5666155589730828288_o_0.jpg64434344_2246999825377852_1178986699053596672_o.jpg