21 ივნისს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია და დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ - მასწავლებლებს, მეცნიერებს შეხვდნენ. შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა თეონა ხუფუნიამ გახსნა. 

ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ ისაუბრა მეცნიერების რეფორმის ძირითად ასპექტებზე, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულ სამეცნიერო მიმართულებებზე, მათ შორის, გამოყენებითი კვლევების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე, კვლევების კომერციალიზაციაზე, მეცნიერებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე. ასევე ყურადღება გაამახვილა რუსთაველის ფონდის საქმიანობის პრიორიტეტებზე, ძირითად მიმართულებებზე, მის ახალ პროგრამებსა და კონკურსებზე, სამომავლო პროექტებზე, მეცნიერების მენეჯმენტში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განახლების და ახალი სამეცნიერო ლაბორატორიების გახსნის საკითხები. ისაუბრეს რეგიონალური სამეცნიერო პროექტების განვითარების მნიშვნელობაზე, შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმით დასრულდა. 

 

      64591790_2393414950704721_778161032227979264_o.jpg   65000629_2393415324038017_1536697392512892928_o.jpg

      65386337_2393427894036760_2823229114880622592_o.jpg   64714067_2393427540703462_1497927379861897216_o.jpg