გაცნობებთ, რომ მ/წლის სექტემბერში სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე დაინერგება ახალი მოკლევადიანი (45 საათი) სასერთიფიკატო პროგრამა „რეგიონული ტურისტული გიდის მომზადება - გადამზადების კურსი“.

კურსის მიზანი: რეგიონში ტურისტული ინდუსტრიის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა ცვლილებაზე და ინოვაციაზე ორიენტირებული ადგილობრივი ტურისტული გიდების გადამზადებით;

კურსის ამოცანები:

- ტურისტული ინდუსტრიით დაინტერესებული პირებისთვის გიდისთვის საკვანძო პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და იმავდროულად რეგიონალური თავისებურებებით გაჯერებული ტურისტული პროდუქტების შექმნის კომპეტენციისა და გამოცდილების შეძენა.

- რეგიონში არსებული უნიკალური ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის მეტად გამოვლენა და ეფექტიანად გამოყენება.

კურსის განხორციელების პერიოდი:

მიღების გამოცხადება: 2019 წლის სექტემბერი

კურსის განხორციელება: 2019 წლის ოქტომბერი-ნოემბერი;

კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე

კურსის მოცულობა: 45 საკონტაქტო საათი (15 საათი სააუდიტორიო და 30 საათი საველე მეცადინეობები);

პირველ საპილოტე კურსში მონაწილეობა უფასოა. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ აპლიკაცია და გაიარონ შესარჩევი პროცედურა.

პროექტი ინიცირებული და მხარდაჭერილია USAID-ის პროექტი  ,,ზრდის" მიერ, ახორციელებს ,,კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC".