,,პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამის" ფარგლებში სსიპ ქალაქ აბაშის #1 და #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის განხორციელებული ,,კომპიუტერის აპარატული და პროგრამული აპარატული უზრუნველყოფის" სასერთიფიკატო კურსის შემაჯამელი შეხვედრა 20 ივნისს შედგა. მსმენელებმა მოახდინეს გავლილი პრაქტიკული და თეორიული მასალის პრეზენტაცია და დავალების შესაბამისი პრაქტიკული კომპონენტების დემონსტრირება (კომპიუტერის დაშლა-აწყობა). 
კარიერულმა კონსულტანტმა წარადგინა პრეზენტაცია პროფორიენტაციის თემებზე: ,,რა მინდა“ ,,რა შემიძლია“ ,,რამდენად საჭიროა“ , კურსმოსმენილებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია შრომის ბაზარზე ინფორმაციის ტექნოლოგიების სფეროში მათ მიერ მიღებული პრაქტიკული უნარების ფლობის საფუძველზე დასაქმების შესაძლებლობების, ან თვითდასაქმების შემთხვევაში მისაღები საშუალო ანაზღაურების შესახებ, მიიღეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მომზადებულ/გადამზადებულ პირებს შეუძლია დასაქმდნენ ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად ნებისმიერ სახელწიფო/მუნიციპალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები.

მოსწავლეებს მიეცათ თვითრეფლექსიის შესაძლებლობა. გამოხატეს საკუთარი ინტერესები, დამოკიდებულებები და განწყობები გავლილ კურსთან დაკავშირებით, იმსჯელეს, რამდენად კმაყოფილები არიან საკუთარი თავით და როგორ შეიძლება შემდგომში მიღებული პრაქტიკული უნარების გამოყენება. 
ხარისხის სპეციალისტმა მსმენელებს ჩაუტარა გამოკითხვა სასერთიფიკატო კურსის განხორციელების პროცესის შეფასებაზე მისი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, სადაც მსმენელების მხრიდან გამოიკვეთა რეკომენდაცია სასწავლო კურსის ხანგრძლივობის გაზრდის შესახებ. ერთმნიშვნელოვნად გამოიკვეთა სასწავლო პროცესისა და პროფესიული განათლების მასწავლებელის მაღალი შეფასება. ცალსახა იყო მიღებული შედეგი-მსმენელები სრულფასოვნად ადასტურებდნენ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ შედეგებს:
- პერსონალური კომპიუტერის აწყობა-დაკომპლექტებას; 
- პერიფერიული მოწყობილობების დამონტაჟებას;
- ოპერაციული სისტემის გამართვასა და ინსტალაციას; 
- გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციას

 

           65467196_2269335363144298_6303402902505390080_n.jpg  65496958_2269335203144314_5666207193762889728_n.jpg

             65735530_2269335579810943_5493834857500901376_n.jpg   65648871_2269335643144270_5650608688587603968_o.jpg