შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2019 წლის 9 აგვისტოდან აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი:

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

ასოცირებული პროფესორი (აფილირებული) -1 საშტატო ერთეული.

ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

ასოცირებული პროფესორი (ბიოლოგიის დოქტორი) აფილირებული) - 1 საშტატო ერთეული;

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.

2. გასაუბრება.

ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველწლიურად განახლებადი ხელშეკრულებით.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. სამოტივაციო წერილი.

3. ავტობიოგრაფია.

4. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.

5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

6.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.

7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.

8. ბოლო 5 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.

10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.

11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

12. ორი ფოტოსურათი.

კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში ( მისამართზე -ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14), 2019 წლის 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით 17:30 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).

კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 19 სექტემბერს (საბუთების განხილვა), 20 სექტემბერს (გასაუბრება).