2019–2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით

ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაციისა და სტუდენტებთან ხელშეკრულებების გაფორმების ვადად განისაზღვრა პერიოდი

2019 წლის 02 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე.

აკადემიური რეგისტრაცია

2019 წლის 17 სექტემბრიდან 21 სექტემბრამდე.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული პირებისთვის :

· სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

· პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);

· ორი ცალი ფოტოსურათი (3x4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;

· სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

· უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)