მიმდინარე წლის 22 აგვისტოს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საკონსულტაციო შეხვედრა საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან. აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო განეხილა ის გამოწვევები, რომელთაც წააწყდება უმაღლესი განათლება მომავალში. განიხილეს ის ძირითადი ცვლილებები, რომლებიც აუცილებელია განხორციელდეს უმაღლეს განათლებაში, იმისათვის, რომ 2030 წლისთვის უნივერსიტეტს მიეცეს შესაძლებლობა ითამაშოს ფუნდამენტური როლი საზოგადოების ფორმირებაში. განისაზღვრა რა უნდა იყოს ის სამომავლო პრიორიტეტები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) ბუქარესტის 2019 წლის აპრილის შეხვედრაზე წარმოდგენილ კონცეფციასთან _ „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მომავალი: გვახსოვდეს წარსული, განვჭვრიტოთ მომავალი“.

           69046317_2474097349303559_6708290358557540352_o_0.jpg68700777_2474097509303543_4188198450585665536_o.jpg

         68657550_2474097519303542_6169092536355782656_o.jpg69056913_2474096869303607_1086780709055496192_o.jpg