მიმდინარე წლის 11 სექტემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი საერთაშორისო პროექტების STAR-ისა და INTEGRITY-ის საკოორდინაციო/სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები შეხვდნენ აკადემიურ პერსონალს და განიხილეს მიმდინარე პროექტების ფარგლებში დანერგილი სიახლეები. პროექტების საპილოტე აქტივობების მონაწილეებმა გააცნეს კოლეგებს განხორციელებული საქმიანობები. განიხილეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სილაბუსებში განსახორციელებელი სიახლეები. INTEGRITY-ის ფარგლებში დანერგილი პროგრამის Turnitin-ის მოხმარების გაფართოების მიზნით, აკადემიურ პერსონალს წარედგინა ტრენინგ მასალა პროგრამის ეფექტურად მოხმარებისთვის. განიხილეს STAR-ის ფარგლებში დანერგილი სტუდენტზე ორიენტირებული სწავლისა და სწავლების მეთოდების დადებითი მხარეები და მათი ფართოდ დანერგვის აუცილებელი პირობები.

შეხვედრაზე განიხილეს საპილოტე პროგრამა შუალედური გამოცდების ელექტრონულად ჩატარების დანერგვის მიზნით.

       IMG_6473.JPGIMG_6460.JPG

       IMG_6467.JPGIMG_6485.JPG

       IMG_6470.JPGIMG_6494.JPG