შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით სენაკის ბაზაზე დაიმატა სამი პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამა სოფლის მეურნეობის მიმართულებით: ,,ვეტერინარია“ ,,მეფუტკრეობა“ ,,მებოსტნეობა“. ასევე ზუგდიდისა და სენაკის ბაზაზე დამტკიცდა ,,საექთნო საქმის“ პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამა მოდიფიცირებული სახით;

ზემოაღნიშნული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2019 წლის საშემოდგომო მიღებისთვის განხორციელდება.