2019 წლის 24 სექტემბერს,  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სექსუალური შევიწროების და დისკრიმინაციის საკითხებზე, რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოს პარლამენტის, შსს-ს და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრი - ნინო წილოსანი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, თანასწორობის დეპარტამენტის იურისტი - დიანა დავითაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი - ნატი გელოვანი. შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო პრეზენტაციებს, ხოლო მეორე ნაწილი განკუთვნილი იქნა კითხვაპასუხისთვის. საქართველოს პარლამენტის წევრის პრეზენტაცია ეხებოდა განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, სექსუალური შევიწროების დეფინიციის გაჩენას საკანონმდებლო დონეზე და მანამდე არსებულ მდგომარეობას.

ღონისძიება ხორციელდება პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მიერ „აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით.

         P9247687.JPGP9247685.JPG

         P9247657.JPGP9247654.JPG

         P9247667.JPGP9247683.JPG   

         P9247661.JPGP9247686_0.JPG