ბიზნეს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო პროგრამა (ბსსპ) ჩამოყალიბდა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე. ის შესთავაზებს მეწარმეებს სხვადასხვა კომპლექსურ მომსახურებას სამეგრელოს/ზემო სვანეთის რეგიონში. ბსსპ ორიენტირებულია არა მხოლოდ საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მხარდაჭერაზე, არამედ ის ხელს შეუწყობს მეწარმეებისთვის არსებული ფინანსური რესურსების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, დაეხმარება მათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან კრედიტების მოპოვებაში. ბსსპ – ის წარმომადგენელი იქნება პასუხისმგებელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენელსა და მეწარმეებს (ბსსპ – ის ბემნეფიციარებს) შორის შეხვედრების ორგანიზებაზე.

დაინტერესებულმა პირებმა მოგვმართეთ მისამართზე:

ზუგდიდი, ჯანაშიას 14

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

ტ. 895 31 09 53