30 სექტემბერს, ზუგდიდში, რუხი მოლის ტერიტორიაზე გაიმართა მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019 -ის დახურვის საზეიმო ცერემონიალი. სამეცნიერო პიკნიკი 14 სთ-ზე საზეიმოდ გახსნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა პროფ. ზვიად გაბისონიამ. მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწე, პროფ. ზაალ ქორთუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ა. მოწერელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მ. ქვარაია. ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმებს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო  უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის. მემორანდუმებს ხელი მოაწერეს -- შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან რექტორის თანაშემწემ, პროფ. ზ. ქორთუამ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან რექტორმა, პროფ. გ. ზედანიამ, ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მხრიდან ცენტრის დირექტორმა, პროფ. დ. ნადარეიშვილმა. ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ს უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობდნენ ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლები და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაუ ინტერნაიშენალ უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრი-საქპატენტი, გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. ზუგდიდის პიკნიკს ესწრებოდა და შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა პრემიერის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში მ. ჩხენკელი.

პიკნიკზე წარმოდგენილ სამეცნიერო და ინოვაციურ პრეზენტაციებს გაეცნენ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები, სტუდენტები, ფართო საზოგადოების წარმომადგენლები, ჩამოსული სტუმრები.

17 სთ-ზე რუხის ციხის შიდა ეზოში გაიმართა ღონისძიების დასკვნითი ნაწილი-საზეიმო კონცერტი

          IMG_6123.jpgIMG_5957.jpg

          IMG_6239.jpgIMG_6253.jpg

          IMG_5962.jpgIMG_6278.jpg