დაიწყო პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია, რომელიც იწარმოებს 2019 წლის 2 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით!აპლიკანტების რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმში, ვებ- გვერდზე: www.vet.emis.ge

ეგისტრირებულ აპლიკანტს, რეგისტრაციის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ. ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს ექნებათ საშუალება გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და შეცვალონ სასურველი პროგრამების ჩამონათვალი მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.
ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე https://bit.ly/2plQi1v
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონებზე:577 44 09 22;  593 23 29 43;  577 34 84 57;