საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი - დემოკრატიის თაობის ქსელი საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა დაიწყო ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო ჩართულობის და დებატების კლუბების ჩამოყალიბება. პირველი კლუბი ზუგდიდში, სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, დაარსდება 11 ოქტომბერს. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი ტრენინგი, რომლის დროსაც მონაწილეები იმუშავებენ კლუბის კონცეფციაზე და მომავალ გეგმებზე, რის შემდეგაც აირჩევენ კლუბის ლიდერს 1 წლის ვადით. „დემოკრატიის თაობის“ ახალგაზრდული ქსელი, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის განვითარებისთვის შესაძლებლობების შექმნა, მათი სამოქალაქო აქტივიზმით დაინტერესება, ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე და პროპაგანდის გავლენის შემცირება საზოგადოებაში, გააერთიანებს მთელი საქართველოს ახალგაზრდებს და მისცემს მათ თანამშრომლობის საშუალებას.

      PA107730.JPGPA107737.JPG

      PA107733.JPGPA107735.JPG

     PA107726.JPGPA107739.JPG