მ/წლის 21 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში    ,,დეკორატიული მებაღეობის“ მეოთხე დონის პროფესიულ დუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები აპლიკანტები კონკურსის წესით შეირჩა. აღნიშნულ პროგრამაზე მისაღები იყო 10 აპლიკანტი, ხოლო დარეგისტრირდა - 23 .  საკონკურსო კომისიის წევრებინ იყვნენ როგორც სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ასევე პარტნიორი ორგანიზაციისა (,,ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი“)  და დარგობრივი ასოციაციის (,,ფერმერთა ასოციაცია“) წარმკომადგენელი, ხოლო კონკურსის ჩატარების მხარდაჭერა სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად უზრუნველყო გაეროს განვითარების პროგრამამ. აპლიკანტები შეფასდნენ გასაუბრებისა და პრაქტიკული სამუშაო შემთხვევების კომპონენტებში.   დადებითი შეფასება მიიღო  9 აპლიკანტმა. აღნიშნული პირები თეორიულ სწავლებას გაივლიან სასწავლო უნივერსიტეტში, ხოლო პრაქტიკულ კომპონენტებს - ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში. დუალური პროგრამის სტუდენტები სწავლების პირველივე დღიდან ერთვებიან სამუშაო პროცესში და მათ  პარტნიორი ორგანიზაცია გადაუხდის ე.წ.  სტიპენდიას.