,,რეგიონული ტურისტული გიდის“ მომზადება-გადამზადების სასერთიფიკატო პროგრამაზე სასწავლო პროცესი დაიწყო

მიმდინარეობს საიტის განახლება

მ/წლის 22 ოქტომბერს სასწავლო უნივერსიტეტში ,,რეგიონული ტურისტული გიდის“ მომზადება-გადამზადების სასერთიფიკატო პროგრამაზე სასწავლო პროცესი დაიწყო. პროექტი ინიცირებული და მხარდაჭერილია USAID-ის პროექტი  ,,ზრდის" მიერ, ახორციელებს ,,კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC". რეგიონული ტურისტული გიდის მომზადების პროგრამა მიზნად ისახავს ცვლილებაზე და ინოვაციაზე ორიენტირებული ადგილობრივი ტურისტული გიდების გადამზადებას. ტურისტულ ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს კურსი დაეხმარება განავითარონ გიდის რიგი საკვანძო პროფესიული უნარ-ჩვევები და იმავდროულად შეიძინონ რეგიონალური თავისებურებების გათვალისწინებით ტურისტული პროდუქტის შექმნის საბაზო კომპეტენცია და გამოცდილება. ამგვარად, კურსი ემსახურება რეგიონში ტურისტული ინდუსტრიის შემდგომი განვითარების ხელშეწყობას, რეგიონში არსებული უნიკალური ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის მეტად გამოვლენას და ეფექტიანად გამოყენებას.

ზემოაღნიშნულ პროგრამაზე მსმენელები შერჩეულ იქნა კონკურსის წესით აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველზე. დარეგისტრირებული 25 აპლიკანტიდან შერჩეულ იქნა 20 აპლიკანტი, რომლებმაც მოტივაციისა და ტურიზმის სფეროში რეგიონალური ხედვის მაღალი სტანდარტები დააკმაყოფილეს.

სასწავლო პროცესი ორთვიანია, დასრულებისას მსმენელები წარადგენენ საკურსო ნაშრომს, რომლის საფუძველზეც გაიცემა სერთიფიკატები.

        PA227944.JPG  PA227912.JPG

        PA227906.JPG  PA227930.JPG

        PA227932.JPG  PA227938.JPG

        PA227947.JPG  PA227923.JPG