მ/წლის 4 და 5 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შედგა ,,მცენარეთა დაცვის“ ტრენინგ-კურსზე (TOT) დარეგისტრირებულ აპლიკანტებთან გასაუბრება. მსმენელების შერჩევა განხორციელდა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ტიპის პროფესიულ პროგრამებზე აპლიკანტთა შერჩევის საკონკურსო წესის ანალოგიურად. გასაუბრებას როგორც დაესწრო დამსაქმებელი -სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე- ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ლიპარტი, რომელმაც რეკომენდაცია გაუწია მოტივირებულ აპლიკანტებს.

,,მცენარეთა დაცვიუს“ ტრენერთა ტრენინგ-კურსზე დარეგისტრირდა 37 აპლინატი, მათ შორის გასაუბრებაზე გამოცხადდა 27 აპლიკანტი, გასაუბრების შედეგად შერჩეულია 21 აპლიკანტი.

სასწავლო პროცესი ზემოაღნიშნულ პროგრამაზე დაიწყო 5 ნოემბერს. კურსი მოიცავს მცენარეთა დაცვის“ მოკლევადიანი პროგრამის სრულ პაკეტს, არის 54 დღიანი და აგროვადების გათვალისწინებით გაგრძელდება 2020 წლის ივნისის ჩათვლით.

ტრენერთა ტრენინგ-კურსი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის ,პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზების“ ფარგლებში, თანადაფინანსებული და მხარდაჭერილია სასწავლო უნივერსიტეტის მხრიდან

       76936390_1325989484271187_7110991783630209024_n.jpg  75429363_2192465611047591_8385132800226885632_n.jpg