სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი თეკლე კიკალიშვილი 29 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით იმყოფებოდა ვარშავაში, პოლონეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ჰელსინკის ფონდის მიერ ორგანიზებულ სემინარზე „საზოგადოებრივი გარიყულობის წინააღმდეგ– შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირების განათლება – პროგრამა საქართველოსთვის“ პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანი იყო სპეციალური განათლებისა და ზრუნვის პოლონური სისტემის და ამ სისტემაში შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირებზე ორიენტირებული სპეციალური შეთავაზებების გაცნობა, მათთვის პროფესიული უნარების განვითარების ხელშემწყობი სისტემის, ოპტიმალური სამუშაო ადგილების შერჩევის პრინციპების, დასაქმების ფორმების პოლონური მაგალითების (ოკუპაციური თერაპია, პროფესიული გააქტიურების საწარმოსა, დაცული შრომის საწარმოსა და სოციალური კოოპერტივის) გაცნობა.