შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ახალი SKYE კლუბი გაიხსნა. პროექტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს უნივერსიტეტსა და World Vision საქართველოს შორის. ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისათვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი (SKYE CLUB) შესაძლებლობას აძლევს 16 - დან 25 წლის ახალგაზრდებს ერთად მიიღონ ცოდნა და გამოცდილება, რათა იზრუნონ თავიანთ თემზე. კლუბს ხელმძღვანელობენ არჩეული ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც სასწავლო გეგმაზე დაფუძნებულ მეთოდოლოგიას იყენებენ და ეხმარებიან კლუბის წევრებს გამოიმუშაონ შესაბამისი უნარები აქტიური მოქალაქების, ლიდერობის, შრომისუნარიანობისა და მეწარმეობის სფეროში.

World Vision საქართველო აღნიშნულ ინიციატივას  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „კომპენტენციები დასაქმებისთვის“ ფარგლებში ახორციელებს.

      75450174_2431003983634554_4687336429917831168_o.jpg  74235557_2431004806967805_7381515134901944320_o.jpg

     74285457_2431003606967925_3282778465090142208_o (1).jpg  74534364_2431004636967822_2204567959546888192_o.jpg