საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხადაჭერით, ერთთვიანი კამპანია დაიწყო, რომლის მიზანია რეგიონებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ინფორმირება იმ საგანმანათლებლო სერვისებზე, რასაც პროფესიული განათლების სისტემა საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს. პროექტი „სამხრეთ კავკასიის კერძო სექტორის განვითარებისა და ტექნიკური პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (PSD TVET SC) პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა 15 ნოემბერს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა და მასში მორაგბეეთან ერთად, მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების და ტექნიკური პროფესიული განათლების და ტრენინგის პროგრამის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

საინფორმაციო შეხვედრები 8 სხვადასხვა ქალაქში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაიმართება, რომელსაც ვეტერანი მორაგბეები - ლექსო გუგავა და ნოდარ ანდღულაძე წარუძღვებიან.

ორგანიზატორების განმარტებით, კამპანიის ფარგლებში, პოპულარულ სპორტსმენებთან შეხვედრა, საკუთარი წარმატებული ისტორიების გაზიარება და მათი მხრიდან, პროფესიებისა და პროფესიონალიზმის მნიშვნელობის ხაზგასმა, დამატებითი სტიმული იქნება იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ეხლა გეგმავენ საკუთარი მომავლის დაგეგმვას.

        PB158169.JPG  PB158182.JPG

        PB158180.JPG  PB158174.JPG