2019 წლის 22 ნოემბერს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საფრანგეთში სწავლებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ფაკულტეტისა და სპეციალობის სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მობილობის და სწავლის გაგრძელების შესახებ, დაფინანსების და სასტიპენდიო პროგრამებზე, საფრანგეთის მთავრობისა და საფრანგეთის საელჩოს პროგრამებზე.საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდნენ საფრანგეთის საელჩოს საუნივერსიტეტო და სამეცნიერო ატაშე, ელეონორ გარნიე და სააგენტო კამპუს ფრანსის წარმომადგენელი ნათია მსხალაძე.

         PB228185.JPG  PB228203.JPG

         PB228187.JPG  PB228190.JPG

         PB228207.JPG  PB228193.JPG