სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა შემადგენლობა განისაზღვრა  21 (ოცდაერთი)  წევრით (საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი).სტუდენტური თვითმმართველობის წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი (ბაკალავრი/ მაგისტრანტი) .

 კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე.

2. სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა).

3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

4. ათი მხარდამჭერის სია.

კანდიდატთა  საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (დილის 10 საათიდან 17.30 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა, მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას  ქ.№14, საარჩევნო კომისია ოთახი  N 230) 2019 წლის 2 დეკემბრიდან   12 დეკემბრის  ჩათვლით.

სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა არჩევნები ჩატარდება 2019  წლის  17 დეკემბერს.