17 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მასწავლებლებისათვის ჩატარდა ტრენინგების პირველი ეტაპი „პროფესიულ უნარ–ჩვევებში“. ტრენინგი ჩაატარეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერებმა მაია ინასარიძემ და საბა ჩიხლაძემ. ტრენინგის მეორე ეტაპი ჩატარდება სექტემბრის თვეში.