სტუდენტური საინიციატივო ჯგუფი „ახალგაზრდული პლატფორმა - ევროპისკენ“ იწყებს მონაწილეების შერჩევას პროექტისთვის „ახალგაზრდები ევროპისკენ“. პროექტის მიზანია ცნობიერების გაზრდა საქართველოს რეგიონებში, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ.

პროექტის ფარგლებში საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებში, კერძოდ: თბილისში, გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში შეიქმნება 6-6 სტუდენტისგან შემდგარი გუნდები, რომლებიც 5 თვის განმავლობაში მინიმალური ფინანსური სახსრებით განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, რითიც ხელს შეუწყობენ საკუთარ რეგიონში ევროპული სტრუქტურების, ევროპული ღირებულებების და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ცნობადობის გაზრდას.

თითოეულ გუნდს ეყოლება ფასილიტატორი, რომელიც დაეხმარება გუნდს აქტიურ მუშაობაში. პროექტის მიმდინარეობისას გუნდის წევრები უნდა შეიკრიბონ კვირაში რამდენჯერმე, საჭიროების მიხედვით.

პროექტის მიმდინარეობისას, ყოველი თვის ანგარიშს, გუნდი წარუდგენს დამოუკიდებელი სტუდენტების კომისიას, რომელიც განოხორციელებული აქტივობების რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით, შეაფასებს ცალკეულ გუნდებს.

პროექტის დასასრულს, მოხდება გუნდების ერთობლივი შეკრება, სადაც თითოეული გუნდი წარადგენს საკუთარ ანგარიშს. დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისია კი, მათ შორის სტუდენტური კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს, რომელიც გაემგზავრება ბრიუსელში სასწავლო ვიზიტით.

ჩვენ ვეძებთ ფასილიტატორებს თითოეული გუნდისთვის, შემდეგი კრიტერიუმებით:

1. პროექტების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება

2. საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან მაგისტრანტი (სასურველია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება)

3. ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)

4. საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერა

5. მოტივაცია

სამუშაოს აღწერა:

1. გაუძღვეს 6 სტუდენტისგან შემდგარ გუნდს

2. მოახდინოს, კვირაში მინიმუმ 3ჯერ 2-2 საათი გუნდის შეკრება და პროექტებზე მუშაობა

3. თანაბრად ჩართოს თითოეული სტუდენტი სამუშაო პროცესში

4. განკარგოს ყოვლეთვიური მცირე გრანტი

5. უზრუნველყოს, კვირაში მინიმუმ ერთი პროექტის განხროციელება, ყოველი თვის ბოლოს კი ერთი დიდი პროექტის განხორციელება

6. ხელი შეუწყოს გუნდის შეკვრასა და განვითარებას

7. ყოველი შეხვედრის შემდეგ გადაუგზავნოს პროექტის დირექტორს შინაარსობლივი რეპორტი

8. მოახდინოს ადგილობრივ მედია-საშულებებთან კომუნიკაცია, რათა პროექტის უკეთ გაშუქებას შეეწყოს ხელი

ანაზღაურება:

300-350 ლარის ფარგლებში

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი “CV” და „სამოტივაციო წერილი“ 15 დეკემბრამდე ელ.ფოსტაზე: ypte2019@yahoo.com. სათაურის ველში მიუთითეთ: „ფასილიტატორი“.

პროექტის განხორციელების სავარაუდო დრო: მარტი-ივლისის პერიოდი